ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს
განცხადება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გააკეთა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი ბრატისლავაში გააკეთა. მიროსლავ ლაიჩეკი ამბობს, რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია, საქართველოს პარტნიორები კი ვერასდროს შეეგუებიან ოკუპაციას. ცნობისთვის ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავჯდომარეა. საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.
