ვაშინგტონში განხილვის მთავარი თემა, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა იყო
ვაშინგოტნში გრძელდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან. ორი დღის განმავლობაში ირაკლი ბერაია ექვს ამერიკელ კანონმდებელს შეხვდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები. რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო საკართველოს ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.
ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს პროგრესს დემოკრატიის გზაზე და ისინი მოხარულები იქნებიან, თუკი უახლოეს მომავალში ორი მოკავშირე ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხხმებას გააფორმებს
“ღია საუბარი გვქონდა საქართველო-ამერიკის ალიანსსა და ამ ალიანსის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მნიშვნელობაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვაჭრობა და თავისუფლების მომავალი.
ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან. არის ეს მომგებიანი შეერთებული შტატებისთვის? - დიახ და ასევე ის ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე გადის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა წაერთვას რუსეთსა და ირანს განვლენის შესაძლებლობები” - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, ადამ კიზინგერი.
