ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ათონის მთის მონასტრის ბერია
სამართალდამცველებმა ისინი გუშინ გვიან ღამით აიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით, ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს. გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს
