ანაკლიის პორტის პროექტი
სახელმწიფოსა და ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობის ამბავი შესაძლოა წლის ბოლომდე საბოლოოდ დასრულდეს. ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ თანამშრომლობა უსასრულო ვერ იქნება იმ ინვესტორთან, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს. კონსორციუმს მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა 31 დეკემბერს ეწურება. მაია ცქიტიშვილის ერთგავრ გაფრთხილებას დღეს კონსორციუმიდან პასუხი არ მოჰყოლია. დუმილს კომპანიაში ინვესტორებთან მოლაპრაკებებით ხსნიან. დღეს ამ თემაზე არ საუბრობს კონსორციუმიდან პოლიტიკაში წასული მამუკა ხაზარაძეც.
