ნათია თურნავა ტექსტილის ინდუსტრის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით, განათლების სამინისტროში ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას 10-ზე მეტი კომპანია დაესწრო. გადაწყდა, რომ მთავრობა ტექსტილის ინდუსტრიას კადრების მომზადება-გადამზადებაში მოემხარაება. ასევე შემუშავდება კონკრეტული მიმართულებები საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების კუთხით, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება მოხდება.
