ოპოზიცია საარჩევნო მოდელის შესახებ საკუთარ ვერსიას პარლამენტში ხვალ დაარეგისტრირებს
პოლიტიკური სუბიექტები სახალხო დამცველს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შუამდგომლობისთვის მიმართავენ. დარწმუნებულები არიან, რომ მათ მხარდაჭერას მიიღებენ და მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებენ. უმრავლესობას მოლაპარაკების კარი არ დაუხურავს, თუმცა კვლავ მიიჩნევს, რომ ეგრეთწოდებული გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
