ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში
ნინო ბურჯანაძე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ 2010 წლის 4 მარტს შეხვდა. თქვა, რომ „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სცოდნოდა, რა პერსპექტივები ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს”. ამ წელს მოსკოვში კიდევ ერთხელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩავიდა და კვლავ პუტინს ესაუბრა. ქართველი პოლიტიკოსები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნას დაესწრნენ და რუსეთის პრეზიდენტისგან მადლობაც დაიმსახურეს. შემდეგი ვიზიტი იყო 2015 წლის 11 ივლისს, შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინთან და სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინთან, ამავე წლის 25 სექტემბერს სანკტ–პეტერბურგში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს შეხვდა და ევრაზიის ქალთა ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 2016 წლის 18 აგვისტოს მოსკოვში, რუსეთის სათათბიროს სპიკერს შეხვდა, 22 თებერვალს ისევ კარასინს, ბოლოს მიმდინარე წლის ოქტომბერში, მოსკოვში რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში - ამჯერად მას ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა შემოვლითი გზით, ერევნის გავლით მოუწია. ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის თანამოაზრეს და ახლა უკვე პოლიტიკურ პარტნიორს პუტინის ადმინისტრაციაში ელიან. არ არის გამორიცხული ბურჯანაძე დუმის დეპუტატებსაც შეხვდეს. მორიგი მოსკოვური ვიზიტი, მისი ახლანდელი პარტნიორებისთვის, ანუ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს მაინც ერთ მაგიდასთან გეგმავენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
