ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას წინააღმდეგნ - სააპელაციო სასამართლოში პროცესი 13 დეკემბრამდე გადაიდო
ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლოში პროცესი 13 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ მოსამართლეთა კოლეგია დაკომპლექტებული არ არის. საქმე ეხება 2014-2015 წლებში გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ეკა გიგაური 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში დაადანაშაულეს.
