პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს ვაკანსიებზე წვდომას, რადგან მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება დამსაქმებლისგან. 22-მდე ბიზნეს კომპაანია იყო დღეს წარმოდგენილი,რომლებსაც ასამდე ვაკანსია ჰქონდათ გამოცდახებული. ამ პროცესს დადებითად აფასებენ თავად შშმ პირები, რომლებიც ამბობენ რომ დასაქმება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ცნობილია ისიც რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში 350 შშმ პირია სხვადასხვა ფორუმების ფარგლებში დასაქმებული.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
