ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო
ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო. დაარსებიდან 70 წლის შემდეგ სამხედრო ალიანსმა იმაზე უნდა იმსჯელოს, როგორ გაძლოს კიდევ ერთი ათწლეული. ასეთია გამოცემა თაიმის შეფასება. დღევანდელი დღე საზეიმოა. ლიდერებს დედოფალი ელისაბედი ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლებს, ხვალ კი სამიტის მონაწილეები ლონდონის გარეუბანში, უოტფორდში გადაინაცვლებენ. ლონდონშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს ნატოს ასპირანტი საქართველო ალიანსის მომავალ წევრთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იქნება წარმოდგენილი. დავით ზალკალიანი კი ბრიტანული მხარის მიწვევით წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სადილს დაესწრება. საქართველო ლიდერების შეხვედრამდე სახალხო დიპლომატიის ფორუმზეც იქნება წარმოდგენილი. საქართველოსთვის, ტრადიციულად მნიშნელოვანია- გაწევრიანების გზაზე დინამიკა, და ასევე ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თეთრი სახლი მომავალი წლისთვის ნატოს ბიუჯეტში წილის შემცირებას და დაზოგილი თანხით ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის, უსაფრთხოების მხარდაჭერას, აპირებს.
