დეპუტატი ბექა ოდიშარია ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს
დეპუტატი ბექა ოდიშარია ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს. უმრავლესობის წევრი, მელიას მხრიდან სხვადასხვა დროს, თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში კანონდარღვევებზე მიანიშნებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რიტორიკას უწუნებს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას გუშინ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ ახლა სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების პრეროგატივაა.
