დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა
როდის შეიწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს უცნობია. საპატრიარქოს შუამდგომლობა იმ ახალი წესებით განიხილება, რომლებიც ადმინისტრაციამ შეიმუშავა. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გუშინ გაავრცელა. მასში წერია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს. წერილში ნათქვამია, რომ შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიგზავნა.
