საქართველოს როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას დღეს სტრასბურგში პირველი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა
ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის თავზე საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. სტატუსი და სიმბოლური გასაღები ქვეყანამ საფრანგეთისგან უკვე გადაიბარა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, სტრასბურგში ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი იმოძრავებს. 2020 წლის 15 მაისამდე პერიოდში, საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის სახელმწიფოს ოთხი პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მონაწილეობით. საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას დღეს სტრასბურგში პირველი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა. დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიეს უმასპინძლა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს თავმჯდომარეობასთან კავშირებული საკითხები იყო.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
