პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე კახა კუჭავა გახდა
პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე კახა კუჭავა გახდა. მის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კახა კუჭავა საგარეო მიმართულებით იმუშავებს. რაც შეეხება გიორგი კახიანს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ის გურამ მაჭარაშვილმა ჩაანაცვლა.
