რუსთაველ კალიგრაფს, რომლის ნამუშევრებიც სტრასბურგის ტრამვაიზეა გამოსახული, დღეს ქალაქის მერი და ქვემო ქართლის რწმუნებული შეხვდნენ
რუსთაველ კალიგრაფს, რომლის ნამუშევრებიც სტრასბურგის ტრამვაიზეა გამოსახული, დღეს ქალაქის მერი და ქვემო ქართლის რწმუნებული შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 19 წლის ნიკა ღუნაშვილს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ. სტრასბურგში, რუსთაველი კალიგრაფის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.