ორ გვარს შორის დავა პანკისში შესაძლოა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მოწვეულმა უხუცესებმა მოაგვარონ
ორ გვარს შორის დავა პანკისში შესაძლოა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მოწვეულმა უხუცესებმა მოაგვარონ. ქრონიკასთან ზელიმხან წუწუნაშვილი არ მალავს რომ ახლა ხეობაში მდგომარეობა დაძაბულია. დაპირისპირების და სისხლის ღვრის აცილება კი მხოლოდ უხუცესების ჩართვითაა შესაძლებელი. წუწუნაშვილი განმარტავს ქისტურ ადათ-წესებსაც, რომლის მიხედვითაც, სისხლის აღება მოხდება იმ პირის მიმართ, ვინც იარაღი გამოიყენა და ადამიანი მოკლა. იმ შემთხვევაში კი თუ გვარები შერიგდებიან, დამნაშავე პირს ე.წ შინაპატიმრობა მიესჯება და სახლიდან სხვა სოფელში გადაადგილება უფროსთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. შეგახსენებთ, 38 წლის მისური მუთოშვილი გუშინ, სოფელ საკობიანოში დაპირისპირების დროს მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრა სამი პანკისელი.
