დაპირისპირება ბათუმის საკრებულოსთან
ბათუმის საკრებულოს სხდომებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არ დაესწრებიან. ბოიკოტის მიზეზი პროპორციული საარჩევნო პროექტის ჩაგდებაა. გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება. ამ განცხადების შემდეგ საკრებულოს შენობასთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრი ლევან ანთაძე და მოქალაქეები, რომელთა შორისაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და მერიის თანამშრიმლებიც იყვნენ.
