"საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება"- ამ სათაურით განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს
"საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება"- ამ სათაურით განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს . ორგანიზაცია ხელისუფლებას და სამართალდამცველებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ შეკრება, რომელიც პარლამენტის შესასვლელს ბლოკავს, შეიძლება დაშალონ, თუ ხელისუფლება ამისთვის მკაფიო საზოგადოებრივ საჭიროებას აჩვენებს და თუ დემონსტრაციამ დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გამოიწვია არსებითი დარღვევა.
