შეშა და კასრები რუსთაველზე არ იქნება, ქვეყანა 90-იან წლებს არ დაუბრუნდება
შეშა და კასრები რუსთაველზე არ იქნება, ქვეყანა 90-იან წლებს არ დაუბრუნდება. ასეთია სახელწიფოს პოზიცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ის მიზეზები განმარტა მედიასთან, რის გამოც ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გამზირზე კასრებისა და შეშის შეტანის უფლებას არ აძლევენ. ვახტანგ გომელაურის თქმით, აქციის მონაწილეები შეშას პოლიციაზე ძალადობისთვისაც იყენებდნენ.
