ქალაქის მერმა კახა კალაძემ 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კახა კალაძე: ჩემი დღევანდელი პრეზენტაციას იქნება განსხვავებული... „სანამ გაკეთებულ საქმეებზე საუბრას დავიწყებთ, მინდა მომავალზე ვისაუბრო, რა იქნება ხვალ და როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი“ „იმისთვის, რომ ქალაქში განახორციელო საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, საჭიროა ბიუჯეტი, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას, რადგან 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ჩვენ ყველა პროექტის განხორციელებაში დაახლოებით მილიარდ სამას მილიონ ლარს დავხარჯავთ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი 2020 წლის ბიუჯეტი“ „მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესის სექტორს, რადგან ჩვენი კოლაბორაციის შედეგად ძალიან მაგარი პროექტები განვახორციელეთ დედაქალაქში და ამაზე გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ“ „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, რადგან სწორედ მათი ჩართულობითა და ენთუზიაზმით განხორციელდა ბევრი პროექტი“ „დაახლოებით ბიუჯეტის 27-28 პროცენტი იქნება მიმართლი ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად“ „ჩვენ არასოდეს არ დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით, ვეხმარებით ყველას ვისაც ამის საჭიროება და აუცილებლობა აქვს, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“
