საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარეა - სტატუსი და სიმბოლური გასაღები ქვეყანამ საფრანგეთისაგან უკვე გადაიბარა.
საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარეა. სტატუსი და სიმბოლური გასაღები ქვეყანამ საფრანგეთისაგან უკვე გადაიბარა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში სტრასბურგში ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი იმოძრავებს. 2020 წლიის 15 მაისამდე პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მთავარი მიზანია გაწევრიანებისას აღებული და სხვა ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერაა, რაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
