დიდუბის ხიდთან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის შუა გამყოფი ზოლის გამწვანება მიმდინარეობს
12 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე განხორციელდა მიწის შეტანისა და ბალახის დათესვის სამუშაოები. ტერიტორიაზე 167 ძირი კვიდო და 50 ძირი ლეკის ხე ირგვება. უკვე დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის დიდტანოვანი ხე.მიმდინარე წლის ბოლომდე კი დედაქალაქის მასშტაბით 12 ათასამდე დიდტანოვანი ხე და 8 ათასზე მეტი ბუჩქი დაირგვება.
