პანკისში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი შეეწირა
პანკისში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია სამი. ისინი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირება სოფელ საკობიანოში ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთ ერთი ვერსიით, გარჩევა გვარებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ადგილზე ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკობიანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
