იაპონიის პარლამენტში სავარაუდო მიწისძვრის გამო პრევენციულ ზომებს მიმართეს და სპეც-თავსაბურავებით აღიჭურვნენ
იაპონიის პარლამენტში სავარაუდო მიწისძვრის გამო პრევენციულ ზომებს მიმართეს და სპეც-თავსაბურავებით აღიჭურვნენ. სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად ტრენინგი პარლამენტის ქვედა პალატაში გაიარეს. ღონისძიებების საჭიროებას სეისმოლოგიურად აქტიურ ზონაში ყოფნით ხსნიან. ბოლო გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელსაც ცუნამი ახლდა, იაპონიაში 2011 წელს მოხდა. სტიქიის გამო მწყობრიდან გამოვიდა ბირთვული რეაქტორი, დაიღუპა 18 ათასამდე ადამიანი.
