დავით ზალკალიანის ვიზიტი გერმანიაში
ოკუპანტების მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ბუნდესტაგში დააყენა. ეს თემა გერმანიაში მყოფი დავით ზალკალიანისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა. დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანცლერის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოებაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობაზე.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
