"ქართული ოცნების" პოლიტიკური გეგმა
პროპორციული, შერეული თუ სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა? ამას საქართველოს მოქალაქეები საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს გადაწყვეტენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი, ისე ჩატარდება, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, ანუ შერეული საარჩევნო სისტემით - თემა ამით დახურულია. ასეთია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შედეგი. კიდევ ერთი დეტალი, მმართველი პარტია არ დააყენებს საკუთარ კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს, გამარჯვების რეალური შანსი ექნება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
