აქცია რუსთაველის გამზირზე
კვლავ რუსთაველზე, კვლავ რადიკალური გეგმით. ზუსტად 1 კვირის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფი პარტია, ოპოზიციის ნაწილთან ერთად , პარლამენტის ბლოკირებას და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეფერხებას აანონსებს. ასე დაიწყო გასული კვირაც. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ტომრები, კარვები, კასრებში დანთებული კოცონი ... გზის გადაკეტვა, შსს-ს რამდენიმე გაფრთხილება, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და აქციის დაშლა. ბიუროს სხდომა 4 საათნახევრის დაგვიანებით , საღამოს ჩატარდა. რუსთაველი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილი იყო. 37 ადამიანი დააკავეს, 4 საავადმყოფოში მოხვდა. მოგვიანებით გავრცელდა პარლამენტთან ნაპოვნი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების და ბასრი საგნების ფოტოები. ოპოზიცია პროვოკაციის და ხმაურის მეორე მცდელობით ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ისევ რუსთაველზეა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
