საკადრო ცვლილებები პარლამენტში
პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის კვოტით 5 მოადგილე ეყოლება. ვიცე-სპიკერი ხდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა. გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება. რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო კომიტეტს სოფო ქაცარავასგან ირაკლი ბერაია გადაიბარებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი იქნება. საპროცედურო კომიტეტის ხელმძრვანელი გურამ მაჭარაშვილი, ხოლო განათლების კომიტეტის გენადი მარგველაშვილი ხდებიან. პარლამენტში ბიუროს სხდომა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
