რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის
რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის. აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში ხალხის აზრის გაგება სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მხარდამჭერებს ამ საკითხზე ოცნების გუნდში ეძებს, იდეის ჩაგდების შემთხვევაში კი უმრავლესობის დატოვებით იმუქრება. პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას ეწინაღმდეგება ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ გამოკითხვის ჩატარება დროის გაჭიანურების მცდელობაა.
