სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. რეგულაცია პირველ ეტაპზე კარდიო-ქირურგიასა და რეანიმაციას შეეხება. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. კლინიკები დღეიდან, პაციენტებს ჯანდაცვის სერვისებს, სწორედ იმ ტარიფებით მიაწვდიან, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკები და დეპუტატების ნაწილი, რეგულაციის ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
