ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი ცივილიზებული მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მხარდამჭერი გზავნილები ისმის სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან, ხესლისუფლება ყველა ტრიბუნას იყენებს, აქტიურია და ერთიანია საზოგადოება. ჩატარდა არაერთი აქცია, ექიმებმა კი თეთრხალათიანების პერფორმანსი მოაწყვეს და კოლეგის გათავისუფლება ამ ფორმით მოითხოვეს. გატაცებული ექიმი მე-12 დღეა ოკუპირებულ ცხინვალში ჰყავთ უკანონოდ დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
