საბანკო რეგულაციების უკუეფექტი
საბანკო რეგულაციების უკუეფექტი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა. საქართველოში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” ისეთი რეგულაციები დაუწესა, რომლებმაც სპეციალისტების თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გამართული და საკმარისი დაკრედიტება შეუძლებელი გახადა. ჭარბვალიანობის პრობლემა მთავრობამ გასული წლის გაზაფხულზე წამოჭრა და პარლამენტთან ერთად მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაადგინა; ფონდმა „ქართუმ“ კი წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემური სესხები გამოისყიდა. პირველმა გადაწყვეტილებამ მომავალში მაღალრისკიანი დაკრედიტება შეზღუდა. მეორე გადაწყვეტილებას ერთგვარი სოციალური ეფექტი ჰქონდა და განმუხტა დაძაბულობა, რასაც პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული ვალის დაბრუნების სამართლებრივი პროცესებით მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება იწვევდა.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
