„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს
„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, ქართული ოცნების თავმჯდომარის რეზიდენციასთან ნაგვის ურნები და ბოქლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეებს, ბიზნესცენტრის შესასვლელზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი უფლებაც მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
