"ქრონიკისთვის" ცნობილი ხდება თუ როგორ გადანაწილდება მმართველ პარტიაში საპარლამენტო თანამდებობები
"ქრონიკისთვის" ცნობილი ხდება თუ როგორ გადანაწილდება მმართველ პარტიაში საპარლამენტო თანამდებობები. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გახდება, არჩილ თალაკვაძის კიდევ ერთი მოადგილე კი გიორგი კახიანი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე ხდება. ევროინტეგრაციის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე წინასწარი ინფორმაციით, რომან კაკულიაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს კი ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდება. რაც შეეხება განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გენადი მარგველაშვილი დაიკავებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს კი გურამ მაჭარაშვილი უხელმღვანელებს. ადასტურებენ თუ არა დეპუტატები გავრცელებულ ინფრომაციას?
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
