პრემიერის შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან
სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება - ეს მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევებია - ამ სამ პუნქტს გაუსვა ხაზი დღეს პრემიერ-მინისტრმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და ახლად დანიშნული ბიზნესომბუდსმენის შეხვედრაზე. გიორგი გახარიამ ბიზნეს სექტორთან დაპირებებიც გასცა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მთავარი მედიატორი იქნება. ხვალიდან მიხეილ დაუშვილი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან უკვე სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
