აქციაზე დაკავებულების საქმე
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის მუხლებით პარლამენტის შენობასთან გუშინდელ აქციაზე 37 პირი დააკავეს. ამ დროისათვის მხოლოდ ერთი, ზურაბ ჯაფარიძეა გათავისუფლებული ხელწერილის საფუძველზე. 6 დაკავებულის საქმეზე სასამართლო ამ დრომდე მსჯელობს, ნაწილის განხილვა გადაიდო. საქალაქო სასამართლოსთან დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გაზდელიანი-11-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
