აღკვეთილი უკანონობა - როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე 18 ნოემბერს
რამდენიმე გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, სპეცრაზმი პარლამენტისაკენ დაახლოებით 17 საათისთვის დაიძრა. სამართალდამცველები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე განაწილდნენ. საწყის ეტაპზე აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყო, ამას პროტესტის მონაწილეთა მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, ნაწილი გზაზე დაჯდა და ამ ფორმით გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა. იყო შეხლა-შემოხლა. შემდეგ ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები გაათავისუფლა, აიღეს კარვები და ის მასალა, რომელიც აქციის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ მოაგროვეს. დაახლოებით ერთ საათში სპეცდანიშნულების რაზმმა უკვე რუსთაველის გამზირიც გაწმინდა. ბიუროს სხდომა ოთხსაათნახევრის დაგვიანებით დაიწყო.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
