პარლამენტის წარუმატებელი ბლოკირების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა „ბოქლომების ომს“ აანონსებს
პარლამენტის წარუმატებელი ბლოკირების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა „ბოქლომების ომს“ აანონსებს. მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორთა მიერ დალუქული საკანონმდებლო ორგანოს შენობის კარი გაიხსნა, რომან გოცირიძე ჯაჭვითა და საკეტით ამჯერად სასესიო დარბაზთან გაჩნდა. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმშია და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად სამომავლო ნაბიჯებზე ჩამოყალიბებას ცდილობს. სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“-აცხადებს გიორგი ვაშაძე. სამსაათიანი კონსულტაცია ისე დასრულდა, რომ კონკრეტული არაფერი თქმულა - ჩართვა აქციიდან
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
