"ქართული ოცნება" ვაკანტურ საპარლამენტო პოზიციებზე კანდიდატებს ეძებს
"ქართული ოცნება" ვაკანტურ საპარლამენტო პოზიციებზე კანდიდატებს ეძებს. გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს, შესარჩევია ორი ვიცე-სპიკერი, ასევე სამი კომიტეტის თავმჯდომარე. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ადასტურებენენ, რომ კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებითაც გადიოდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ორაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველი იქნება, თუ პოზიციები მომდევნო პლენალური კვირისათვის შეჯერებული იქნება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
