მაჟორიტარების ინიციატივა
მაჟორიტარების თვითნებობამ უმრავლესობას 12 წევრი დააკარგვინა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გაიტანა, ოცნებიდან წასულები ნაციონალები და მათი მხარდამჭეერები, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთ მაგიდასთან დასხა. მმართველმა გუნდმა მათი პოზიციის გამო ის საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გაიტანა, რომელიც თავად მოამზადა და რასაც, 5 თვის განმავლობაში არც თავად კენჭისყრისას გაურჩებული დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო მოდელზე ვერ გადავიდა და 2020-ის არჩევნები კვლავ არსებული სისტემით ჩატარდება. ყველა მაჟორიტარი გუნდში ადგილს ინარჩუნებს, "ოცნების" მიღმა კი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო ქაცარავა, მარიამ ჯაში,ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია, ზაზა ხუციშვილი და რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე. მაჟორიტარების მორიგი თვითშემოქმედება- სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაა. ინიციატივა დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა. მაგრამ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით დისკუსიის წამოწყებასაც კი ზედმეტად მიიჩნევს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
