"იმედი" - ლიდერი ნდობის რეიტინგში
ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას, IRI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ენდობა. 39 % ამბობს, რომ მათთვის „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 18% ენდობა ტელეკომპანია „მთავარს“, 13%-ით მესამე ადგილზეა „რუსთავი2“, მეოთხეზე კი, ტელეკომპანია „პირველი“, მას გამოკითხულთა 6% უცხადებს ნდობას. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მას რესპოდენტთა 2% ენდობა.
