თბილისობას აღნიშნავენ ვარშავაში
თბილისობას აღნიშნავენ ვარშავაშიც. პოლონეთის დედაქალაქის ცენტრში, იმართება ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა ვარშავაში 2026“, რომლის ორგანიზატორია პოლონეთში ქართული დიასპორის ასოციაცია. სტუმრები ეცნობიან ქართულ მუსიკას, ქორეოგრაფიას, ტრადიციულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, პროდუქციასა და საქართველოში მოქმედ თუ პოლონეთში წარმოდგენილ ქართულ ბიზნესებს. „თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ყალიბდება.
