დღეს თბილისობაა - სახალხო დღესასწაული დედაქალაქში 5 ადგილზე აღინიშნება
დღეს თბილისობაა - სახალხო დღესასწაული დედაქალაქში 5 ადგილზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები. გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. ხვალ 20:00 საათზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
