საქართველოს მისამართით დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ამის თქმის საფუძველს „ქართულ ოცნებას“, ევროკომისიის მორიგი კვლევის შედეგები აძლევს, რომლის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
საქართველოს მისამართით დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ამის თქმის საფუძველს „ქართულ ოცნებას“, ევროკომისიის მორიგი კვლევის შედეგები აძლევს, რომლის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. თუმცა, ამის მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკის გზას ირჩევენ. როგორც აღნიშნავენ, ბიუროკრატებმა უნდა შეხედონ რეალობას, რადგანაც ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე წინ დგას. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი მაქსიმუმი 54.1% მიიღო. ხუთეული ასე გამოიყურება, ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. ბოლო პოზიციებზე კი ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენიაა
