ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ სასამართლო დავას იწყებს
ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ სასამართლო დავას იწყებს. როგორც თავად ამბობს წლების განმავლობაში მიმდინარე ორგანიზებული კამპანია, მათ შორის ე.წ. „ქოლცენტრებთან“, უკანონო გარიგებებსა თუ სხვა მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით უპასუხოდ აღარ დარჩება. სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია მომზადების ეტაპზეა და პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბერა ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატი დავით ასათიანი დაიცავს
