ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება
ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ექსპედიციის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება.
