გეგმავს თუ არა "აიარაი" კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს რომ ყალბია
გეგმავს თუ არა "აიარაი" კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს რომ ყალბია. კითხვით საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს მივმართეთ, ველოდებით პასუხს. ოპოზიციურ პარტიებში ვერ ამბობენ რატომ დაუმალეს მათივე დაკვეთით ჩატარებული კვლევა საზოგადოებას. მმართველ გუნდში კი მათი ოპონენტების კრახზე ლაპარაკობენ. კვლევის შედეგებით ჯამში რვა ოპოზიციურ პარტიას 16 პროცენტი აქვს, მმართველ გუნდს კი ალოკაციის გარეშე 36.
