შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები რამდენჯერმე გაზარდოს, გაანახევროს ტრანზიტის დრო და შექმნას მილიონობით სამუშაო ადგილი
შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები რამდენჯერმე გაზარდოს, გაანახევროს ტრანზიტის დრო და შექმნას მილიონობით სამუშაო ადგილი. ანგარიშს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. ანგარიშში ხაზგასმულია შუა დერეფანში საქართველოს სარკინიგზო სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. ხელისუფლება იმ კონკრეტულ პროექტებზე მიუთითებს, რომლებსაც არსებული პოტენციალის ასათვისებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
