თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს. ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია „სი არ არ სის“ და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს. წლის ბოლოდან თბილისში მეტროს ახალი ვაგონები ეტაპობრივად შემოვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
