საჩხერეში ფესტივალი "ქართული საგალობლები" მიმდინაროებს
საჩხერეში ფესტივალი "ქართული საგალობლები" მიმდინაროებს, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდდა. წელს ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება. მისი მიზანია, უცვლელად წარმოაჩინოს საქართველოს ეკლესიაში უძველესი ქართული კანონიკური საგალობლების აღორძინების პროცესი, ხელი შეუწყოს მათი სიწმინდის დაცვას და ღვთისმსახურებაში დამკვიდრებას. ფესტივალი ორდღიანია, რომელიც დღეს სადღესასწაულო პარაკლისით დაიწყო, რის შემდეგაც სოფელ ჭორვილაში გუნდების მოსმენითა და მასტერკლასებით გაგრძელდა, ასევე გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
